20 ნოემბერი 2024,   09:32
ვრცლად
რაც შეეხება ორგანოების გადმოცემას, ამაზე ვმუშაობთ, მაგრამ ჩვენი ძირითადი ამოცანაა ექსპერტიზა რაც შეიძლება ეფექტური იყოს - გახარია ტატუნაშვილზე 

შინაგან საქმეთა მინისტრმა არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოების გადმოცემის საკითხზე პირველი კომენტარი გააკეთა. გიორგი გახარია ამბობს, რომ მთავრობა ყველა შესაძლო რესურსს გამოიყენებს, რომ მოხდეს ოჯახისთვის მისი გადმოცემა.

შს მინისტრის თქმით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ოკუპანტების მიერ მოკლულ ჯარისკაცს სრულფასოვანი ექსპერტიზა ჩაუტარდეს. მათ შორის შესაძლოა მოხდეს საერთაშორისო ექსპერტების მოწვევაც.

„რაც შეეხება ორგანოების გადმოცემას, ამაზე ჩვენ ვმუშაობთ, მაგრამ ჩვენი ძირითადი ამოცანა გახლავთ ის, რომ ექსპერტიზა რაც შეიძლება ეფექტური და ყოვლისმომცველი იყოს. ექსპერტიზა არის ჩვენი ძირითადი ინსტრუმენტი საგამოძიებო პროცესის ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანისთვის. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა იმ ინსტრუმენტს, რომელიც დაგვჭირდება იმისთვის, რომ სრულფასოვანი ექსპერტიზა ჩავატაროთ, მათ შორისა, საერთაშორისო ექსპერტების მოწვევის კომპონენტიც", - განაცხადა გახარიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები