20 ნოემბერი 2024,   09:19
ვრცლად
სარქსიანი პრემიერად დაამტკიცეს - ოპოზიცია ერევანში ფართომასშტასბიანი დემონსტრაციისთვის ემზადება

ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად, სომხეთის პრემიერ-მინისტრი სერჟ სარქსიანი გახდა. პარლამენტმა მის კანდიდატურას 77 ხმით მხარი დაუჭირა.

ოპოზიცია და ქუჩაში გამოსული ხალხი მასშტაბური საპროტესტო მიტინგისთვის ემზადება. ისინი რესპუბლიკის მოედანზე იკრიბებიან. სომხეთში სამთავრობო შენობები ისევ ბლოკირებულია, ოპოზიციის ლიდერებმა კი "ხავერდოვანი რევოლუციის" დაწყების შესახებ განაცხადეს.

„ვაპირებთ მიტინგის ჩატარებას რესპუბლიკის მოედანზე. როგორც იცით, ბლოკირებული გვაქვს სამთავრობო დაწესებულებები და ასეთ ქმედებებს გავაგრძელებთ. გვინდა, მოვახდინოთ სერჟ სარქსიანის ხელისუფლების სრული პარალიზება. თუ გამოგვივა, გამოგვივა," - აცხადებს აქციის ორგანიზატორი, ნიკოლ პაშინიანი.

სამართალდამცველებთან დაპირისპირების გამო, პოლიციამ უკვე 80 დემონსტრანტი დააკავა.

ერევნის პარალელურად აქციები მიმდინარეობს სომხეთის სხვა დიდ ქალაქებშიც.

აქციის მონაწილეების თქმით, სარქსიანის ხელისუფლება ქვეყნისთვის გამანადგურებელია. ისინი ყოფილი პრეზიდენტის ხელისუფლებაში ყოფნის დროს საპროტესტო აქციის მონაწილეების დარბევასა და სისხლისღვრას იხსენებენ.

„სარქისიანის არჩევა ნიშნავს, რომ სომხეთი ისევ არ განვითარდება, ისევ გაიზრდება ქვეყნის ვალი, დემოკრატია და ნორმალური ცხოვრების პირობები, რასაც გვიპრდებოდა და არ გვქონდა, გაუარესდება. ჩვენ ხომ ვერ დავჯდებით სახლში, ასე არაფერი გამოვა. შესანიშნავი ახალგაზრდა თაობა გვყავს. არ შეიძლება, რომ მათ გვერდით არ დავდგეთ.

"საჭიროა პროტესტის გამოხატვა, რომ ახალგაზრდებმა შეძლონ საკუთარი უფლებების დაცვა. სამწუხაროდ, მწარე გამოცდილება გვაქვს - 10 წლის წინ იმისთვის, რომ ლეგიტიმური გაეხადათ ძალაუფლება, მათ მშვიდობიანი დემონსტრანტები დახოცეს. ამ ხელისუფლებას დღეს ხალხთან არაფერი საერთო არა აქვს. არც არაფერი ადარდებთ, საკუთარი სავარძლების შენარჩუნების გარდა," - აცხადებს სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, არტვი ბაღჩინიანი.

აქციის ორგანიზატორების ავრცელებენ ინფორმაციას მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებ. ოპოზიციონერი ლიდერების თქმით, სამართალდამცველები სამოქალაქო სამოსით აქციის მონაწილეებს შორის არიან შეგზავნილები.

დღის ამბები