20 ნოემბერი 2024,   09:27
ვრცლად
პრემიერ-მინისტრს მიაჩნია, რომ ის ვალს ადებს პარლამენტს როდესაც მოდის პარლამენტში," - სალომე სამადაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივა პრემიერის წელიწადში ორჯერ პარალემნტში ანგარიშით წარდგენასთან დაკავშირებით, დღეს სესიაზე გადის. საკითხს კანონმდებლები პირველი მოსმენით განიხილავენ. 

რაც შეეხება "ქართულ ოცნებას," უმრავლესობა ამ კონკრეტულ პუნქტში ცვლლებებს მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. 

"ვერ დავეთანხმები "ნაციონალური მოძრაობის" პრეტენზიას, თითქოს აქ რაიმე ჩავარდნასთან გვაქვს საქმე. როგორც წესი ნაციონალები ცდილობენ მოაწყონ შოუ და ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხები გამოიყენონ პოლიტიკლური შოუსთვის, - აცხადებს სოფიო კილაძე. 

"ნაციონალურ მოძრაობაში" პრემიერისა და ივანიშვილის ურთიერტობაზე საუბრობენ და აცხადებენ რომ კვირიკაშვილი თავს ვალდებულად მხოლოდ ივანიშვილის წინაშე გრძნობს. 

"აღმასრულებელი ხელისუფლება საკმაოდ უდიერად ეპყრობა პარლამენტს, პრემიერ-მინისტრს მიაჩნია, რომ ის ვალს ადებს პარლამენტს როდესაც მოდის პარლამენტში, სამწუხაროა რომ საქართველოს ყავს პრმეიერ-მინისტრი, რომელიც თავს ანგარიშვალდებულად თვლის ბიძინა ივანიშვილის წინაშე და არა პარლამენტის წინაშე. 

წინადადების მხარდაჭერას გეგმავს საპარლამენეტო უმცირესობაც, თუმცა აცხადებენ, რომ კანონის მიღების შემთხვევაშიც კი მთავარი მისი აღსრულებისთვის პოლიტიკური ნებაა.

"მათ უნდა გააჩნდეთ ვალდებულება პერიოდულად მოვიდნენ და ანგარიში ჩააბარონ სწორედ იმ ორგანოს, რომელმაც მათ მისცა ლეგიტიმაცია,"- აცხადებს გიორგი ტუღუში. 

დღის ამბები