20 ნოემბერი 2024,   09:38
ვრცლად
თვითონ თუ სჯერა ამ ბოდვის, რასაც ლაპარაკობს? - სერგო რატიანი გიორგი აბაშიშვილზე საუბრობს

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებას, რომელმაც „ევროპული საქართველო“ და საპარლამენტო უმრავლესობა გიორგი მარგველაშვილის წინააღმდეგ გარიგებაში დაადანაშაულა, ადრესატების მხრიდან შეფასებები მოჰყვა.

„ევროპული საქართველოს“ წევრების თქმით, გიორგი აბაშიშვილის ბრალდებები აბსურდულია. სერგო რატიანმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას "ბოდვა" უწოდა. 

„მე არ მინახავს ეს განცხადება. უბრალოდ როცა ამბობდა, სახე სერიოზული ჰქონდა თუ ეცინებოდა? თვითონ თუ სჯერა ამ ბოდვის, რასაც ლაპარაკობს? რაც შეეხება ამ კრიტიკას, მე უნდა დავამშვიდო პრეზიდენტი, ის იყო „ქართული ოცნების“ დანაშაულებრივი პოლიტიკის ერთი პატარა ჭანჭიკი, დიდი გავლენა არ ჰქონდა, იყო ჭანჭიკი და ასრულებდა იმ პოლიტიკას, რაც ჰქონდა „ქართულ ოცნებას,““- განაცხადა სერგო რატიანმა.  

 

დღის ამბები