20 ნოემბერი 2024,   09:37
ვრცლად
გამოიკვეთა საქართველოში უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მცდელობები, გააძლიერონ პოლიტიკური გავლენები - გომელაური

უკვე ერთ საათზე მეტია, დეპუტატებს სუს-ის ხელმძღვანელი უწყების საქმიანობის ანგარიშს აცნობს. ვახტანგ გომელაურის მოხსენება ამ წუთებში დახურულ რეჟიმში გრძელდება, თუმცა მანამდე სახელმწიფო უსაფრთხოების ხელმძღვანელმა ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

მან ერთ-ერთ მთავარ პრობლემად კვლავ ოკუპაცია დაასახელა. ვახტანგ გომელაურის თქმით, გამოიკვეთა საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მცდელობები, რომ გააძლიერონ პოლიტიკური გავლენები.  

„რუსეთის ფედერაცია სოხუმსა და ცხინვალში ეტაპობრივი ანექსიის პოლიტიკას ახორციელებს. ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე წლის 22 თებერვალს მომხდარმა ფაქტმა, რასაც არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფა და ჩვენი ქვეყნის ორი მოქალაქის იძულებითი ტყვეობა მოჰყვა, კიდევ ერთხელ დაადასტურა, თუ როგორი რთულია უსაფრთხოების ვითარება აღნიშნულ რეგიონებში. საქართველოში უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების ძირითადი ამოცანებია - ქართულ საზოგადოებაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივება, საერთაშორისო დონეზე საქართველოს, როგორც საიმედო პარტნიორის, იმიჯის შელახვა, გატარებული კონტრდაზვერვითი ღონისძიებების შედეგად, გამოიკვეთა საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მცდელობები, გააძლიერონ და გააფართოვონ პოლიტიკური გავლენები. საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირებისა და დეზინფორმაციის გავრცელებისთვის უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მიერ შეიმჩნევა ექსპერტული სამეცნიერო კვლევითი ცენტრებისა და სააგენტოების შექმნის მცდელობა,“- განაცხადა ვახტანგ გომერლაურმა.

დღის ამბები