საპარლამენტო უმრავლესობა ორკვირიანი ღია დაპირისპირების შემდეგ, სხდომისთვის ემზადება. მმართველი გუნდი ხვალ საღამოს 07:00 საათზე შეიკრიბება.
„ქართული ოცნების“ ერთი ნაწილი ამბობს, რომ უმრავლესობაში არსებობს რესურსი იმის, რომ მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდეს. მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ამ შეხვედრის შემდეგ ყველაფერი დალაგდება.
„ნუ ელოდებით ჩემგან ან გუნდის დანარჩენი წევრებისგან საპასუხო განცხადებებს. როგორი კითხვაც არ უნდა დამისვათ, ჩვენი პასუხი არის ისევ იგივე რომ ნამდვილად არის გუნდში რესურსი იმისა, რომ თამაშის საერთო წესებზე შევთანხმდეთ და გაცილებით მნიშვნელოვან თემებს მივაპყროთ ყურადღება, არანაირი ძველების და ახლების საუბარი არ შეიძლება იმიტომ რომ საპარლამენტო უმრავლესობაში დამერწმუნეთ ასეთი დაყოფა არ არსებობს,“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
აღნიშნულ თემაზე კომენტარი არ გააკეთა ეკა ბესელიამ. რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ რამდენიმე დეპუტატს აქვს განცხადა, რომ მათი ჩართულობა არაა საკმარისი, ამიტომ სწორედ ამ საკითხებს განიხილავენ შეხვედრაზე.
ე.წ. ძველების გუნდში კი ამბობენ, რომ შეთანხმება ვერ მოხდება თუ ქართული ოცნების ერთი ნაწილი შეხვედრაზე ულტიმატუმებით და დისციპლინურ სანქციებთან დაკავშირებული წინაპირობებით მივა.