მმართველ გუნდსა და „ევროპულ საქართველოს“ თანამშრომლობასთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადებას „დემოკრატიული მოძრაობა- ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ეხმაურება.
ნინო ბურჯანაძე დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნება“ "ევროპულ საქართველოსთან" თანამშრომლობს.
ბურჯანაძის მტკიცებით, გიგა ბოკერია და ბიძინა ივანიშვილი გაურიგდნენ ერთმანეთს.
„უმრავლესობაში გამოჩდნენ ადამიანები რომლებმაც დაინახეს, რომ ბიძინა ივანიშვილის მათ ზურგს უკან სერიოზულად თამაშობს. ურიგდება კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას. მე ერთმნიშვნელოვნად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის უპირველესყოვლისა გიგა ბოკერია და მისი პოლიტიკური გუნდი, რომელიც გააძლიერა ბიძინა ივანიშვილმა, მოიყვანა და დასვა მეორე ოპოზიციურ ძალად. მე ვფიქრობ, რომ ადამიანები რომლებიც ამას არ ეგუებიან ხედავენ რომ ეს უკვე რეალობაა,“-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.