"ქართული ოცნების" დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. საკანონმდებლო ორგანოში დაწყებული კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ერთმანეთს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი და დეპუტატი ირაკლი აბუსერიძე დაუპირისპირდნენ.
მათი გაშველება მანდატურის სამსახურმა მოახერხა.
დეპუტატი ირაკლი აბუსერიძე უარყოფს მათიკაშვილთან დაპირისპირებას და ამბობს, რომ ისინი რაგბზე საუბრობდნენ.
„არაფერი გასაშველებელი ჩვენ არ გვაქვს. რაღაცაზე ვმსჯელობდით, რა მნიშვნელობა აქვს რაზე ვმსჯელობდით... რაგბზე ვლაპარაკობდით“- ამბობს აბუსერიძე.