20 ნოემბერი 2024,   09:29
ვრცლად
ჩვენ მას არ ვაღიარებთ... პატარა კლანის პრემიერ-მინისტრი, - სომხეთის პარლამენტის წევრი სარქისიანზე საუბრობს

სომხეთში პროტესტი დღეს განახლდება. ოპოზიცია, რომელიც ხავერდოვან რევოლუციას აანონსებს, სახელმწიფო შენობების ბლოკირებას ისევ განაგრძობს. ადმინისტრაციულ უწყებებში მჯდომარე აქციებისკენ მოუწოდა გუშინ მომიტინგეებს ოპოზიციის ლიდერმა. თითქმის ერთი კვირაა, რაც ერევანში საპროტესტო აქციები პრემიერ-მინისტრის პოსტზე სერჟ სარქისიანის დანიშვნის გამო იმართება. სარქისიანი კი პრემიერის მოვალეობის შესრულებას შეუდგა და მინისტრთა კაბინეტის დიდი ნაწილი უკვე დააკომპლექტა.

"ჩვენი მოძრაობა მშვიდობიანი გზებით ცდილობს ჩამოაშოროს მმართველობას სერჟ სარქისიანი. ის გუშინ სომხეთის პრეზიდენტი იყო, დრეს კი მას პრემიერ-მინისტრს უწოდებენ. ჩვენ მას არ ვაღიარებთ, ის არის ჯერჯერობით მმართველი რესპუბლიკური პარტიის პატარა კლანის პრემიერ-მინისტრი,"-აცხადებს სომხეთის პარლამენტის წევრი, არარატ მირზოიანი.

დღის ამბები