20 ნოემბერი 2024,   09:19
ვრცლად
"სახელმწიფოს გამოსაცხადებელი აქვს საგანგებო მდგომარეობა"-"ევროპული საქართველო" ფაროსანას საკითხზე დებატებს ითხოვს

რა გეგმა აქვს 2018 წელს მთავრობას ფაროსანასთან ბრძოლის წინააღმდეგ? - ამ საკითხის შესახებ "ევროპული საქართველო" პარლამენტში დებატებს ითხოვს. მანამდე კი დღევანდელ სესიაზე დეპუტატებმა დებატების ჩატარების მიზანშეწონილობის შესახებ საკითხს კენჭი უნდა უყარონ. პოლიტიკოსები ამბობენ, რომ პრობლემა საგანგაშოა და საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია რა ღონისძიებების გატარებას გეგმავს მთავრობა ამ პრობლემის მოგვარების მიზნით.

"სახელმწიფოს გამოსაცხადებელი აქვს საგანგებო მდგომარეობა და გადამჭრელი ზომები აქვს მისაღები, თორემ მერე იქნება გვიანი,"- "ევროპული საქართველოს"აცხადებს ოთარ კახიძე.

ხელისუფლებას უმოქმედობაშია დანაშაულებს და აკრიტიკებს "ნაციონალური მოძრაობაც."

"ნებისმიერ რეგიონში რომ ჩახვიდეთ დასავლეთში ეს იქნება სამეგრელო, იმერეთი და უკვე თავის საქმე დაწყებული აქვს, მაგრამ ხელისუფლების მხრიდან არანაირ ქმედებას ადგილი არ აქვს,"-"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გიორგი ბოტკოველი.

უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ დებატების არ ეშინიათ და ამისთვის ზმად არიან, თუმცა ეს კონრეტული ქმედება სედეგს არ მოიტანს. 

"პოლიტიკური დებატი ფაროსანასთან მიმართებაში ცოტა მგონია რომ შინაარსს მაინცდამაინც არ ითვალისწინებს,"- პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ოთარ დანელია. 

დღის ამბები