20 ნოემბერი 2024,   09:45
ვრცლად
შეწყალების პროცესის გაჯანსაღება - უმრავლესობა ისევ პრეზიდენტს აკრიტიკებს

"ქართული ოცნება" პრეზიდენტს ისევ აკრიტიკებს. უმრავლესობის ლიდერები გიორგი მარგველაშვილს კიდევ ერთხელ ახსენებენ მის მიერ შეწყალებულ მსჯავრდებულებს, რომლებმაც დანაშაული განმეორებით ჩაიდინეს.

„ის საუბრობს შავ პიარზე ვერანაირად ვერ იქნებოდა ეს თეთრი პიარი იქიდან გამომდინარე, რომ მან უაპელაციოდ შეიწყალა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში მსჯავრდებული ათასობით ადამიანი იქიდან ხუთასმა განმეორებითი დანაშაული ჩაიდინა. ამ პროცესს სჭირდება გაჯანსაღება,“-აცხადებს მამუკა მდინარაძე.

განცხადებები გააკეთეს "ევროპულ საქართველოშიც." ოთარ კახიძე აცხადებს, რომ აუცილებელია პროცესის გაჯანსაღება, რადგან მსგავსი შემთხვევებისგან დაზღვეული იყოს ქვეყანა.

„თუ ის სინანულს გრძნობს და აღიარებს შეცდომას მაშინ თავს რაღატო გვესხმოდა გაუგებარია, იმიტომ რომ ჩვენ სწორედ მისი ეს ნაბიჯები შევაფასეთ,“-აცხადებს კახიძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა რურუა კი თვლის, რომ 25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულის მანამდე შეწყალების გამო პრეზიდენტზე თავდასხმა გამართლებული არ არის, რადგან დამნაშავე დანაშაულის ჩადენის დროს ისედაც გარეთ იქნებოდა.  

„როგორც ჩანს პრეზიდენტს უნდა დახასიათებები იყოს უფრო ზუსტი და ნაკლებად რისკიანი, რომ ის არ გახდეს პასუხისმგებელი რეციდივზე, მაგრამ ჩემი აზრით ეს ბევრს არაფერს მოიტანს რადგან რეციდივის შანსი ყოველთვის არსებობს“-აცხადებს ნიკა რურუა.

დღის ამბები