20 ნოემბერი 2024,   09:39
ვრცლად
მრეწველების დაფინანსებასა და კვალიფიციურ სუბუიექტად ცნობას კახა კუკავა აპროტესტებს

პარლამენტმა დაამტკიცა კანონი, რომელიც მრეწველებს კვალიფიციური პარტიის სტატუსსა და საბიუჯეტო დაფინანსებას აძლევს.

ცვლილებები შევიდა პოლიტიკური პარტიების შესახებ ორგანული კანონში.

არასპარლამენტო პოლიტიკური პარტიების ლიდერები კი ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ საკანონმდებლო ნორმა მხოლოდ მრეწველების ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას მოარგეს.

პარტია, რომელმაც არჩევნებში მხოლოდ ხმების 0,8 პროცენტი მიიღო და პარლამენტში ერთი მაჟორიტარი დეპუტატით არის წარმოდგენილი, ყოველწლიურად 536 ათას ლარს იღებდა ბიუჯეტიდან, ახალი კანონით კი მისი დაფინანსება 760 ათას ლარამდე გაიზრდება.

„მრეწველებს არაფერს ვუთვლი და მათ ჯიბეში არ ვიხედები, მაგრამ გაუგებარია, თუ 2% პარტიისთვის 7000 ლარი გენანება, 0.1 პროცენტიანი პარტიისთვის, რომ ნახევარ მილიონს ისვრი ბიუჯეტიდან აქ ვხვდებით, რომ საუბარია არა პრინციპებზე, არამედ უპრინციპო ადამიან ირაკლი კობახიძეზე, რომელსაც დავალებული აქვს ივანიშვილისგან მოსპოს ქვეყანაში რეალური ოპოზიცია“- აცხადებს „ თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე კახა კუკავა.

დღის ამბები