20 ნოემბერი 2024,   09:28
ვრცლად
პრემიერის თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა დადებითად შეაფასა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შეფასებებს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა. გიორგი კვირიკაშვილის აზრით, ფონდმა პოზიტიური შეფასება მისცა ხელისუფლების ეკონომიკურ პოლიტიკას.

პრემიერმა რიგი ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესებაზეც ისაუბრა და კონკრეტული ციფრებიც დაასახელა, მათ შორის თუ რამდენი ახალი სამუშაო ადგილი გაჩნდა ქვეყანაში. თუმცა მოგვიანებით მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომ ციფრებში გარკვეული უზუსტობები იყო და რომ შესწორებულ პარამეტრებს ჩვენ უახლოეს მომავალში მიიღებს.

„თანამშრომლობის პროგრამა, რომელიც ჩვენ გვაქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მთლიანად ეფუძნება მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიან პროგრამას და ფონდის მიერ ძალიან დადებითად იქნა შეფასებული პროგრამის მიმდინარეობა. დაგეგმილზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, რომელიც 2017 წელს გვქონდა, 2018 წლის დასაწყისი ასევე არის ძალიან კარგი. მოგეხსენებათ, რომ 2017 წელი ჩვენ დავხურეთ 5%-იანი ზრდით. ყოველივე ეს მტკიცე საფუძველს იძლევა იმისთვის, რომ ქვეყნის ეკონომიკური პროგრესი და ის კურსი, რომელიც არის აღებული ხელისუფლების მიერ, არის სწორი და განსაზღვრულია იმისათვის, რომ თითოეულ ოჯახზე აისახოს ეს კეთილდღეობა და ეკონომიკური ზრდა,“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

დღეს ცნობილი გახდა მთავრობის ახალი საპარლამენტო მდივნის ვინაობაც. ამ პოსტზე ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ნათია მიქელაძე დაინიშნა. გიორგი კვირიკაშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოში დაგეგმილი ნატოს დღეების შესახებაც.

დღის ამბები