20 ნოემბერი 2024,   09:27
ვრცლად
„უმრავლესობის შეხვედრა არ არის ის შეხვედრა, როგორი სკანდალური მოლოდინიც გააჩნია ზოგიერთს“ - ვოლსკი

„უმრავლესობის შეხვედრა არ არის ის შეხვედრა, როგორი სკანდალური მოლოდინიც გააჩნია ზოგიერთს“-აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი.

მისი თქმით, შეხვედრაზე თემატური საკითხების განხილვა მოხდება.

„შეხვედრაზე თემატური საკითხები უნდა განიხილონ და ბოლო პერიოდში ეს სიტყვიერი დაპირისპირების პერიპეტიები,“-აცხადებს ვოლსკი.

საპარლამენტო უმრავლესობის დაანონსებული სხდომა დღეს აღარ გაიმართება. „ქართული ოცნების“ ერთმანეთთან დაპირისპირებული წევრები მოლაპარაკების მაგიდას სავარაუდოდ შაბათს, პრემიერ-მინისტრთან ერთად მიუსხდებიან.

გია ვოლსკიმ არაკორექტული უწოდა დავით ჭიჭინაძის  განცხადებას, სადაც საუბარია „კოლექტიური ზარდიაშვილების“, ანუ ახალი სახეების ჩამოშორებაზე.

„მე ვფიქრობ, არაკორექტული განცხადებაა და იმ სულიკვეთებას არ შეუწყობს ხელს რაც ყველას გაგვაჩნია. პოზიტიურია სულისკვეთება, ჩვენ გვაქვს მისწრაფება პოზიციებიც შევაჯეროთ და თუ საჭიროა ადამიანურ ურთიერთობაზეც ღრმად ვილაპარაკოთ“-განაცხადა ვოლსკიმ.

საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი გუგული მაღრაძე აცხადებს, რომ უმრავლესობის შიგნით დაპირისპირება მოგვარებულია.

„მმართველი პარტიაა ის პარტია, რომელსაც შეუძლია უპასუხოს იმ გამოწვევებს და ქვეყანა წაიყვანოს წინ...“-აცხადებს მაღრაძე.

დღის ამბები