„ქართული ოცნების“ დაპირისპირებულ ფლანგებს შორის ცხარე ბრალდებები გრძლდება. დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ დღეს უმრაველობის წევრები კიდევ ერთელ გააკრიტიკა და კიდევ ერთხელ მოიხსენია ისინი კოლექტიურ ზარდიაშვილებად.
ჭიჭინაძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრს გია ვოლსკისაც აკრიტიკებს იმის გამო, რომ მან ჭიჭინაძისა და ზარდიაშვილის დაპირისპირებაზე ზოგადი კომენტარი გააკეთა.
„კიპლინგის მაუგლი ალბათ ყველას გაქვთ ნანახი, იქ არის მგელი და როდესაც ნანადირევს ვერ დაიჭერს მერე კრებას ატარებენ და იძახიან, რომ აკილამ ააცილაო, ანუ აკილამ ვერ დაიჭირაო. ეტყობა გია (ვოლსკი) დაგვიბერდა და ვერანაირად ვერ გრძნობს, რა არის კორექტული და რა არა. "ქართული ოცნება" ზარდიაშვილებისთვის არ შექმნილა. ამიტომ მე ვფიქრობ ხანდახან უნდა დაფიქრდეს ჭიჭინაძესა და ზარდიაშვილს შორის შედარებას რომ აკეთებს.
"ეგ (ზარდიაშვილი) არის ნეგატივის გამოსახულება. „ქართული ოცნება“ ამ სენისგან, რასაც ჰქვია "კოლექტიური ზარდიაშვილი," უნდა გათავისუფლდეს. ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა, რაც დაუშვა "ქართულმა ოცნებამ," რომ ის არის პარლამენტის წევრი“-აცხადებს ჭიჭინაძე.
მისი თქმით, ვანო ზარდიაშვილი მის მეზობლად ცხოვრობს და მასზე ამბობენ, რომ 2012 წლის არჩევნებზე მოსახლეობაზე ხელისუფლების სასარგებლოდ ზეწოლას ახდენდა.
„2012 წლის არჩევნების დროს როგორ იქცეოდა. წადით, კითხეთ მეზობლებს“- აცხადებს ჭიჭინაძე.