20 ნოემბერი 2024,   09:30
ვრცლად
კოვზი მარჯვენა ხელშიო, თუ ცაციაა ადამიანი? - მაღრაძე ჭიჭინაძეს ასაკობრივ დისკრიმინაციაში ადანაშაულებს

„კოვზი მარჯვენა ხელითო, თუ ცაციაა ადამიანი რა, უნდა დაუშალო და მარცხენა ხელით არ უნდა აიღოს კოვზი?“- გუგული მაღრაძე დავით ჭიჭინაძის კრიტიკას პასუხობს.

მაღრაძე თანაგუნდელის მისამართით აცხადებს, რომ ეთიკის კოდექსი ხელში კოვზის სწორად ჭერას არ ავალდებულებს დეპუტატს. ხოლო ჭიჭინაძის მხრიდან მაღრაძის ასაკზე მითითება, დეპუტატის თქმით, დისკრიმინაციული და არაკორექტულია.

„ეს გამონათქვამები კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ძალიან შორს ვართ იმ სტანდარტებისგან, რასაც უნდა ექვემდებარებოდეს პარლამენტის წევრი თავის გამონათქვამებში და განცხადებებში. სწორედ ამიტომ არის ეთიკის კოდექსი საჭირო.

„ეთიკის კოდექსი კოვზით ჭამას არ ასწავლის... რაც შეეხება ასაკს ეს არის წმინდა ასაკობრივი დისკრიმინაცია, ჯერ-ერთი მე და დავით ჭიჭინაძე დიდად არ განვსხვავდებით ასაკით, 1992 წლიდან ვიცნობ. თუკი ადამიანი თავს დებს კარგ აღზრდაზე ისედაც არ არის საჭირო ასაკის მითითება,“-აცხადებს გუგული მაღრაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები