პარტია „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ ბიუჯეტიდან 760 ათას ლარს მიიღებს. მოსახლეობის 0.8%-იანი მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური პარტიის დაფინანსება პარლამენტის მიერ მიღებული საკანომდებლო ცვლილებების შედეგად, თითქმის, ორმაგდება.
სხვა ოპოზიციური პარტიები პარლამენტის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. ისინი ირაკლი კობახიძეს მისსავე განცხადებებს ახსენებენ, რომ ბიუჯეტიდან მცირე მხარდაჭერის მქონე პარტიები არ უნდა ფინანსდებოდეს.
შეგახსენებთ, რომ მრეწველებმა არჩევნებში ერთი მაჟორიტარი დეპუტატის გაყვანა მოახერხა, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ 5 საკუთარი სიით გასული დეპუტატი მასთან გააერთიანა და ფრაქცია ჩამოაყალიბა.