საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის გამართვის თარიღი ამ დრომდე უცნობია. ირაკლი კობახიძეს შეკრების დრო და ადგილი ამ დრომდე არ დაუსახელებია.
გავრცელებული ინფორმაციით, არ არის გამორიცხული შეხვედრა შაბათს, თბილისში შედგეს.
ირაკლი კობახიძის გუნდში მიაჩნიათ, რომ ამ ეტაპზე კონსულტაციების დასრულებაა აუცილებელი, რისი შემდეგაც შედგება უმრავლესობის შემაჯამებელი შეხვედრა.
„უმრავლესობის სხდომასთან დაკავშირებით, ერთგვარად შეიქმნა არასწორი მოლოდინები. ნუ იქნება ისეთი წარმოდგენა, რომ უმრავლესობის სხდომა იქნება ამ ყველა საკითხის პანაცეა. ჩვენთვის ყველაზე მთავარი არის ის პოლიტიკური კონსულტაციები, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს. უმრავლესობის სხდომა იქნება ერთგვარი შეჯამება იმ კონსულტაციების,“-განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი კი არ გამორიცხავს, რომ სხდომის დანიშვნა ხელოვნურად ჭიანურდებოდეს.