20 ნოემბერი 2024,   09:21
ვრცლად
კორუფციული გარიგებები ქობულეთში - ენმ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ადანაშაულებს 

ოპოზიცია ქობულეთში კორუფციულ გარიგებებზე საუბრობს - ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ ინფორმაციით, სანაპიროზე მრავალსართულიანი სასტუმროს მშენებლობა 15 აპრილს უნდა დაწყებულიყო, თუმცა იქ ჯერ მოსამზადებელი სამუშაოებიც კი არ მიმდინარეობს.

მშენებლობა ფირმა ,,კრისტალ ბილდინგმა’’ უნდა აწარმოოს. ოპოზციის მტკიცებით, აღნიშნულ კომპანიას არც სამშენებლო გამოცდილება გააჩნია და ის ხელისუფლებამ მხოლოდ იმიტომ შეარჩია, რომ მისი ხელმძღვანელი აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძესთან დაახლოებული პირია.

სამშენებლო სამუშაოების გაჭიანურების გარდა, ადგილობრივები კიდევ ერთ პრობლემაზე მიუთითებენ. საუბარია სანაპირო ზოლზე, სადაც მათი თქმით, სამშენებლო კომპანიამ დამატებით 6 ათასი კვ. მ შემოიღობა, რაც ზღვაზე გასასვლელს კეტავს. 

ქობულეთის მცხოვრებლები ამბობენ, რომ სანაპირომდე მისასვლელი გზის ჩაკეტვა მათ პრობლემებს შეუქმნით, რადგან ტურისტები უარს ამბობენ საცხოვრებელ სახლებზე, რომელიც სანაპირო ზოლიდან მოშორებით მდებარეობს. 

 

დღის ამბები