20 ნოემბერი 2024,   09:45
ვრცლად
"პარლამენტის წევრის ასაკი კიბეებზე სარბენად და კროსში მონაწილეობისთვის არ არის"- მაღრაძე ჭიჭინაძეს პასუხობს

"ქართული ოცნების" წევრი გუგული მაღრაძე თანაპარტიელს დავით ჭიჭინაძეს პასუხობს. დეპუტატმა მაღრაძეს ეთიკის დაცვისკენ მოუწოდა და ამ კონტექსტში მის ასაკს გაუსვა ხაზი. 

„როგორ უნდა ვიყო ნაწყენი. მე ძალიან მომწონს სწორედ ის, რომ მიუხედავად ასაკისა მე ძალიან შრომის უნარიანი ვარ და ძალიან ბევრ საქმეს ვაკეთებ და რომელიც გინდა 40 წლის ასაკის ადამიანი მომეჯიბროს რამეში და ახლა პარლამენტის წევრის ასაკი კიბეებზე სარბენად და კროსში მონაწილეობისთვის  არ არის . პარლამენტის წევრობა არის ინტელექტუალური და პოლიტიკური მუშაობა,“-განაცხადა გუგული მაღრაძემ.

დავით ჭიჭინაძემ განცხადება დეპუტატებისთვის ქცევის კოდექსის შექმნის კონტექსტში გააკეთა, რასაც დეპუტატების ნაწილი და მათ შორის გუგული მაღრაძე ეთანხმება.

„ადამიანი, რომელიც მაგ ასაკში იმყოფება ეთიკა და ზრდილობა უკვე შეძენილი უნდა ჰქონდეს. რაღა დროს ახლა კოდექსებით საუბარია? მე პატარა ბავშვი რომ ვიყავი მასწავლიდნენ, კოვზი არ დაიჭირო მარცხენა ხელში უზრდელობაა შვილოო, დაიჭირე მარჯვენა ხელში, თავი არ ჩაყო თეფშში. - თუ ვიღაცას ამის გადმოტანა უნდა პოლიტიკაში, სად, როგორ მოვიქცეთ: არ დავამთქნაროთ, არ ჩავყვინთოთ კანონის მიხედვით, რომ არ შეიძლება ჩაგვეძინოს, კი ბატონო,“- აცხადებს ჭიჭინაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები