20 ნოემბერი 2024,   09:34
ვრცლად
„უსიამოვნოა როდესაც ურთიერთობა ხდება მასმედიის მეშვეობით"- მმართველი გუნდი შეხვედრის აუცილებლობაზე საუბრობს 

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ ნაწილი მომხრეა, რომ დაპირისპირებული თანაგუნდელები ერთმანეთს მედიის საშუალებით არ ესაუბრებოდნენ. მმართველი გუნდში ამბობენ, რომ სწორედ ამისთვის არის საჭირო შეხვედრა, რათა პარტიის წევრებმა შეძლონ პრობლემურ საკითხებზე მოლაპარაკება.

სიმონ ნოზაძის განცხადებით, ტრაგიკული ურთიერთდაპირისპირებაში არაფერია, თუმცა განცხადებები, რომელიც კეთდება უსიამოვნო მოსასმენია.

„უსიამოვნოა როდესაც ურთიერთობა ხდება მასმედიის მეშვეობით. აქ ერთი ორგანიზმია, ცოცხალი ორგანიზმია და პარტიის შიგნით უნდა მოხდეს ამ საკითხების განხილვა,“-განაცხადა სიმონ ნოზაძემ.

კობა ნარჩემაშვილი კი დარწმუნებულია, რომ ამ ეტაპზე მმართველ გუნდში არსებობს თანხმობის რესურსი და ეს თანაპარტიელებმა უნდა გამოიყენონ.

„ძალიან დიდი რესურსია ჯერჯერობით უმრავლესობაში თანხმობის და ასე ვთქვათ პოლიტიკური კონსენსუსის. ჩემთვის ეს არის მნიშვნელოვანი. კომენტარები ეს არის წმინდად ადამიანური, ემოციური საკითხები და მე დარწმუნებული ვარ რომ ესეც ძალიან მალე მოგვარდება,“-განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა რამდენჯერმე გადაიდო. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, შეხვედრა მომდევნო კვირის ბოლოს გაიმართება და მას პრემიერ-მინისტრის გარდა შესაძლოა ბიძინა ივანიშვილიც დაესწროს. 

დღის ამბები