„ლეიბორისტები“ RMG GOLD-ს დანაშაულებრივ ქმედებებში ადანაშაულებენ. შალვა ნათელაშვილის თქმით, კომპანიამ 5 მილიონი კვადრატული მეტრის ტერიტორიაზე ხეები გაჩეხა და მასალა თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ჯვარაში გადამალა.
პარტიის წევრებმა შესაბამისი დოკუმენტაციაც წარადგინეს. ლეიბორისტები შესაბამის უწყებებს მოუწოდებენ, RMG GOLD-ის საქმიანობაზე დროული რეაგირება მოახდინონ.
„მივმართავ შს მინისტრს, გენერალურ პროკურორს, დაუყოვნებლივ აღძარით ამ საშინელებაზე სისხლის სამართლის საქმე და დაიწყეთ საგამოძიებო მოქმედებები დაკავებებით, დაკითხვებით, ჩხრეკებით, დაყადაღებით, სამუშაოს შეჩერების ჩათვლით. სხვა შემთხვევაში საბრალდებო სკამზე თქვენ დასხდებით,“- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.