შიდა ქართლიდან ორი დღის წინ გატაცებული აკაკი მისირელი ამ დრომდე პატიმრობაში რჩება. ის ცხინვალის იზოლატორში იმყოფება.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი განმარტავს, რომ ქართული მხარე ყველა ბერკეტს იყენებს რათა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევების ფაქტებზე სათანადო რეაგირება მოხდეს.
მიხეილ ჯანელიძის თქმით, საკითხზე საუბარი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტისას და ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე მოხდება.
„მიუღებელია ის რაც ხდება და ჩვენ იმისათვის, რომ ეს ფაქტები მაქსიმალურად შემცირდეს და პასუხი აგოს ყველა დამნაშავემ ამ პროცესში, ჩვენ მივმართავთ ყველა ჩვენს ხელთ არსებულ საერთაშორისო ბერკეტს. მე მივემგზავრები ნიუ-იორკში, სადაც მექნება გამოსვლა მაღალი დონის სეგმენტზე და ჩვენ ასევე გვექნება პარალელური ღონისძიება, სადაც ვისაუბრებთ ყველა იმ დარღვევებზე და ადამიანის უფლებების შეზღუდვებზე, აგრესიაზე, რომელიც ხორციელდება ოკუპირებულ რეგიონებში,“-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.