„ქალბატონი ზახაროვა გამოხატავს რუსეთის ცნობილ დესტრუქციულ დამოკიდებულებას,“ - ასე აფასებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მარია ზახაროვას განცხადებას.
ირაკლი სესიაშვილის თქმით, ზახარობას განცხადება, რომ თითქოს საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობა ნელ-ნელა გაუმჯობესდა და ამ პროცესს ვერც ტატუნაშვილის საქმე შეუშლის ხელს, სიმართლე არ არის.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის თქმითთ, რუსეთის ოფიციალური პირების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს საქართველო, ძლიერი ინიციატივებით პასუხობს.
„ქალბატონი ზახაროვა გამოხატავს რუსეთის ცნობილ დესტრუქციულ დამოკიდებულებას და პოზიციას ოკუპაციასთან მიმართებაში და ეს მათი იმ პოლიტიკური სტრატეგიის ნაწილი, რითაც რუსეთის მხრიდან მცდელობა თავი აარიდონ ოკუპაციის ფაქტს და საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევას, თუმცა, ამაზე, ჩვენი მთავრობა, პრემიერი პასუხობს ძალიან ძლიერი ინიციატივებით, რაც მდგომარეობს იმაში, რომ სიკეთეები რითაც სარგებლობენ ჩვენი მოქალაქეები გავრცელდეს იმ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, რომლებიც დღეს ოკუპაციის პირობებში იმყოფებიან,“ - განაცხადა სესიაშვილმა.