20 ნოემბერი 2024,   09:35
ვრცლად
უსაფრთხოება და დემოკრატიის წინაშე არსებული პრობლემები - ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა 

ბათუმში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სემინარი ტარდება. სამი დღის განმავლობაში მონაწილეები საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და რეფორმის დღის წესრიგზე, ნატო-საქართველოს მიღწევებსა და პერსპექტივებზე, ასევე შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებაზე იმსჯელებენ.

გახსნის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პირისპირ მოლაპარაკება საქართველოს პრეზიდეტთან გამართა.

„საქართველოს პრეზიდენტისა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შორის შეხვედრაზე დაისვა ის საკითხები, რომელიც ეხება საგარეო გამოწვევებს და ქვეყნის უსაფრთხოების მიმართულებით გამოწვევებს.

ასევე მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ქვეყნის შიგნით დემოკრატიის წინაშე არსებულ პრობლემებს.

იყო საუბარი ისეთ საკითხებზე, როგორიც არის მედიის მიმართულებით არსებული პრობლემები, სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმართულებით არსებული პრობლემები, ერთპარტიული კონსტიტუციის მიღება“-განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

დღის ამბები