ვანის რაიონის სოფელ სალხინოში 97 წლის მარტოხელა მოხუცი მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში ცხოვრობს. ვანი-ხონის მაჟორიტარობის კანდიდატთან გიგი უგულავასთან საუბარში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, ჟენია ძაგნიძე ამბობს, რომ სოციალური შემწეობა მოუხსნეს.
მარტოხელა პენსიონერს წინმსწრებად გამოტანილი აქვს პენსიაც და უსახსრობის გამო, ვეღარც კომუნალურ გადასახადს იხდის. მას ჩაჭრილი აქვს ბუნებრივი აირი.
„ისეთი რაღაცეები ხდება სოციალურ სისტემაში, შეუძლებელია, რომ ეს საზოგადოებამ გადაყლაპოს და დიდი ხანი მოითმინოს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი ძალიან სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის და სერიოზულ უკმაყოფილებაში გადაიზრდება. მაგრამ, მთავარი არის დღეს ჩვენთვის, რომ უკანონოდ, უზნეოდ მოხსნილი სოციალური დახმარებები უნდა დაუბრუნდეს ადამიანებს,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.