20 ნოემბერი 2024,   09:21
ვრცლად
ანალიტიკოსები მარია ზახაროვას განცხადებას ცინიკურს უწოდებენ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებას ანალიტიკოსები ეხმაურებიან. 

მარია ზახაროვას თქმით, რომ 2012 წლიდან მოყოლებული საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობა ნელ-ნელა გაუმჯობესდა და ამ პროცესს ვერც ტატუნაშვილის საქმე შეუშლის ხელს.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის ვითომდა გაუმჯობესებაზე საუბარი საქართველოს მთავრობის არათანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია.

საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტის, ბათუ ქუთელიას განცხადებით,  ზახაროვას განცხადება ცინიკურია და ამის საფუძველი მთავრობის არაკოორდინირებული საგარეო პოლიტიკა გახდა.

„საქართველოს მთავრობა ფორმალური ინსტიტუციონალიზებულ დიპლომატიურ და საგარეო ურთიერთობის მაგივრად ირჩევს კულვარულ ან შემოვლით არხებს. ამის ერთ-ერთი დადასტურება არის კარასინ-აბაშიძის ფორმატიც, რომელიც დღემდე გაურკვეველია რა მანდატით, რა ფუნქციით და საერთოდ რა საკითხებზე საუბრობენ. ამ ფორმატის ერთ-ერთი შედეგი იყო, ჩემი აზრით, სწორედ პრემიერ-მინისტრის ძალიან უსუსური და უმწეო განცხადება, რომელმაც, ჩემი აზრით, ძალიან დიდი ზიანი მიაყენა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას,“ - განაცხადა ქუთელიამ.

რუსეთის პოლიტიკაზე საუბრობს „ალექსანდრე რონდელის ფონდის“ უფროსი ანალიტიკოსი, გიორგი ბადრიძე. ბადრიძე ამბობს, რომ რუსეთი სეპარატიზმს და ბანდიტიზმს მფარველობს. 

„შეიძლება გაუმჯობესდეს ეს ურთიერთობები ისე, რომ რუსეთმა გააგრძელოს ჩვენი მოქალაქეების მოტაცება საზღვრიდან, რომ რუსეთის სამხედრო მფარველობის ქვეშ მოქმედმა ტერორისტებმა გააგრძელონ ჩვენი მოქალაქეების წამება და მოკვლა და ამის ფონზე, შეიძლება რუსეთს და საქართველოს ჰქონდეთ მათი წარმოდგენით, კარგი ურთიერთობა, ეს მფარველობა სეპარატიზმის, ბანდიტიზმის, დაიწყო ბევრად უფრო ადრე, ვიდრე საქართველო იფიქრებდა ნატოზე,“ - განაცხადა ბადრიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები