20 ნოემბერი 2024,   09:21
ვრცლად
"გავარკვიეთ რაგბი ჯობია თუ ფეხბურთი და დავამთავრეთ საკითხი"- აბუსერიძე მათიკაშვილთან დაპირისპირებაზე 

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი აბუსერიძე, მმართველ გუნდში არსებულ დაპირისპირებას არ ადასტურებს. 

აბუსერიძე, რომელიც გასულ კვირას თანაგუნდელ, დავით მათიკაშვილს დაუპირისპირდა აცხადებს, რომ ამ დროისთვის პრობლემა უკვე აღარ არსებობს, რადგან მან მათიკაშვილთან უკვე გაარკვია დეტალები, რომელიც აქამდე აინტერესებდა.

„არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა და არავისთან შეხვედრა არ გვქონია. ჩვენ ჩვეულებრივად შევხვდით ერთმანეთს და არანაირი პრობლემა არ გვაქვს და არც გვქონია. გავარკვიეთ რაგბი ჯობია თუ ფეხბურთი, მესი ჯობია თუ რონალდო და დავამთავრეთ საკითხი,“- განაცხადა ირაკლი აბუსერიძე.

შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" დეპუტატები დავით მათიკაშვილი და ირაკლი აბუსერიძე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. საკანონმდებლო ორგანოში დაწყებული კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. 

კანონმდებლებმა დაპირისპირება უარყვეს და განაცხადეს, რომ ისინი რაგბზე კამათობდნენ.

გაფართოებულ სხდომამდე „ქართული ოცნების“  წევრები პარტიაში მიმდინარე პროცესებზე პირისპირ შეხვედრებს მართავენ.

ანალოგიური შეხვედრა გაიმართა დავით ჭიჭინაძესა და არჩილ თალაკვაძეს შორისაც. შეხვედრის დასრულების შემდეგ დაპირისპირებას დავით ჭიჭინაძემ განვლილი ეტაპი უწოდა და თქვა, რომ ყველაფერი ისტორიას ჩაბარდა. 

დღის ამბები