აჭარაში „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე და ყრილობის დელეგატები აირჩიეს. ბათუმში "ქართული ოცნების" რეგიონულ კონფერენციაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სიტყვით გამოვიდა.
ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველმა გუნდმა გაცემული დაპირებები შეასრულა. პარლამენტის თავმჯდომარემ მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს, რომ მათმა საპრეზიდენტო კანდიდატმა დამაჯერებლად გაიმარჯვოს.
„ჩვენი პარტია არის ძლიერი, პარტია ვითარდება. ჩვენ წინ გველის ძალიან მნიშვნელოვანი საპრეზიდენტო არჩევნები. თითოეული ჩვენგანი, ბუნებრივია, წვლილს შევიტანთ იმაში, რომ ჩვენმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სათანადოდ და დიდი უპირატესობით გაიმარჯვოს,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერმა აჭარაში განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ასევე, კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს კახა კალაძემ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემაც.