20 ნოემბერი 2024,   09:32
ვრცლად
"აკრძალონ ბიძინა ივანიშვილისგან ქართველი ხალხის კუთვნილი ქონების რეალიზაცია“ - ნათელაშვილი ტერეზა მეის მიმართავს

„ლეიბორისტები“ ოქროს მომპოვებელ კომპანიას "RMG Gold"-ს ფულის გათეთრებაში ადანაშაულებენ.

შალვა ნათელაშვილი, ბრიტანეთის მთავრობას დახმარებისთვის მიმართავს. მთავარი ლეიბორისტი, ლონდონის საფონდო ბირჟაზე კომპანიის მიერ მოპოვებული ძვირფასი ლითონების რეალიზაციის შეჩერებას მოითხოვს.

„ბიძინა ივანიშვილმა ეს ოქროს მომპოვებელი ყაჩაღური კომპანიები გადამალა ოფშორულ უკონტროლო ზონებში. ოქროს ზოდები ვერცხლი და სპილენძი საღდება ლონდონის საფონდო ბირჟის მეშვეობით.

მე მივმართე მის აღმატებულება ბრიტანეთის პრემიერ მინისტრს, ტერეზა მეის, დაბლოკონ და აკრძალონ ბიძინა ივანიშვილისგან ქართველი ხალხის კუთვნილი ქონების რეალიზაცია“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

დღის ამბები