ერევანში მიმდინარე პროცესებს თბილისში გამოეხმაურნენ. სომხეთის საელჩოსთან მოქალაქეები ტრანსფარანტებით შეიკრიბნენ.
აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას მოსახლეობის გამარჯვებად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ სერჟ სარგსიანის გადადგომა ათდღიანი პროტესტის შედეგია.
„ამ დღეები განმავლობაში გავიგეთ ჩვენთვის ყველაზე ნანატრი ამბავი, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრი გადადგა. ძალიან გაგვიხარდა, იმედია ყველაფერი კარგად ჩაივლის,“-ამბობს აქციის მონაწილე.
ერევანში, საპროტესტო აქციების მეთერთმეტე დღეს და პოსტზე დამტკიცებიდან ერთი კვირის შემდეგ, სერჟ სარგსიანმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. მან ამის შესახებ მოსახლეობას წერილობით აცნობა.