20 ნოემბერი 2024,   09:22
ვრცლად
"რუსეთი ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა"-ციხელაშვილი ტატუნაშვილის მკვლელობაზე ლავროვის უწყებას პასუხობს

შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ლავროვის უწყების პრესსამსახურის წარმომადგენლის განცხადებას  გამოეხმაურა. მარია ზახაროვამ დღეს თქვა, რომ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა არ იმოქმედებს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარებაზე.

ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით საქართველოს ხელისუფლების ინტერესი და მოწოდებაა, რომ მშვიდობა იყოს ქვეყანაში და რეგიონში თუმცა არსებობს საკითხები, მათ შორის ტატუნაშვილის მკვლელობა, რომლის მიმართაც საქართველოს ხელისუფლება იქნება მკაცრი და ამ თემაზე ისაუბრებს ყველა საერთაშორისო ტრიბუნაზე.

„ის უმძიმესი ტრაგედია, რომელიც მოხდა, რასაც შეეწირა ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლე და შემდგომ დღეებში ხდებოდა მისი ცხედრის გადმოცემის გაჭიანურება რა თქმა უნდა სამართლიანად იწვევდა შეშფოთებას. რუსეთი დღეს ამ რეგიონებში ახორციელებს ექსკლუზიურ კონტროლს ფაქტობრივად და ეფექტურ კონტროლს. ბუნებრივია ის ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა. ნორმალიზება ურთიერთობებისა ჩვენს ინტერესშია მაგრამ მას აქვს თავისი წინა პირობა და რა თქმა უნდა ეს ვერ მოხდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხარჯზე,“-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები