20 ნოემბერი 2024,   09:33
ვრცლად
„ის რაც ახლა პრეზიდენტის წინააღმდეგ ხორციელდება ორგანიზებული თავდასხმის კამპანიაა" - ნინო კალანდაძე

„ის რაც ახლა ხორციელდება გიორგი მარგველაშვილის წინააღმდეგ არის ნამდვილად ორგანიზებული თავდასხმის კამპანია,“-ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობა“ პრეზიდენტ მარგველაშვილის განცხადებას, რომელმაც მმართველი გუნდის მიერ მის მიმართ განხორციელებულ პროპაგანდისტულ შავ პიარზე ისაუბრა.

ნინო კალანდაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ მაშინ ხდება ერთსულოვანი და იწყებს კონსოლიდირებულ მუშაობას იმ პირის წინააღმდეგ , ვინც არ მოსწონს ბიძინა ივანიშვილს.

„ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა სინამდვილეში თუ როგორი ერთსულოვანია „ქართული ოცნება", როდესაც საუბარია იმაზე ვინ ყავს მიზანში ამოღებული ბიძინა ივანიშვილს. მას ებრძვიან ძალიან ორგანიზებულად, ძალიან კონსოლიდირებულად და შეუიარაღებელი თვალით ჩანს, რომ თითიდან გამოწოვილი მეთოდებით. მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ადამიანმა თავის დროზე გაბედა და წავიდა ბიძინა ივანიშვილის სურვილების წინააღმდეგ და თვითნებობით დაკავდა,“-განაცხადა ნინო კალანდაძემ. 

პრეზიდენტმა შეწყალების კომისიის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის ბრალდებებს შპარგალკებით პროპაგანდისტული ომი და იეჟოვის ტერმინოლოგია უწოდა. აღნიშნული განცხადება გიორგი მარგველაშვილმა ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ვეფხია ბაქრაძის შეწყალებასთან დაკავშირებით გააკეთა. როგორც მარგველაშვილმა "აჭარის ტელევიზიის" ეთერში განაცხადა, მსხვერპლი თავად მივიდა პოლიციის განყოფილებაში, თავად გააკეთა განცხადება, რომ მას საფრთხე ემუქრებოდა, ხოლო  როცა ტრაგიკული შემთხვევა მოხდა, რატომღაც ყველაფერი პრეზიდენტის ადმინისტრაციას დაბრალდა.

პრეზიდენტი შს სამინისტროს პასუხისმგებლობაზე საუბრობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები