20 ნოემბერი 2024,   09:30
ვრცლად
დაპირისპირება მმართველ გუნდში - სამეგრელოში "ქართული ოცნების" რეგიონულ კონფერენციას ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი არ დაესწრო 

სახელისუფლებო გუნდში დაპირისპირება უკვე რეგიონული ორგანიზაციების დონეზეც მწვავდება.  "ქართული ოცნების" რეგიონულ კონფერენციას სამეგრელოში დღეს ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი და იმავდროულად პარლამენტის წევრი, ედიშერ თოლორაია არ დაესწრო. დღეს მის ნაცვლად პარტიულ თანამდებობაზე ახალი ხელმძღვანელი, ლაშა გოგია აირჩიეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა არც იმის განმარტება ისურვეს, რატომ არ ესწრებოდა ზუგდიდის მაჟორიტარი პარტიულ კონფერენციას. მხარდამჭერებს და პარტიის წევრებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიმართა. 

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სახით, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში ჩნდება განვითარების ძალიან დიდი შესაძლებლობები.

აქვე ვიტყვი, რომ დაგეგმილია პორტთან მისასვლელი 17 კმ-იანი გზის მშენებლობა. მისი ღირებულება 11 მილიონ ლარამდეა. ამჟამად რეგიონში მიმდინარეობს სამუშაოები გზების რეაბილიტაციის 11 პროექტზე,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

განცხადება გააკეთა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

„ჩვენ ახლა წინ გველის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები, საპრეზიდენტო არჩევნები და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთად დგომის საფუძველზე, ამ არჩევნებში ძალიან დიდ წარმატებას მივაღწევთ. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია პირველი ტურში ამ არჩევნების მოგება და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენთან ერთად ეს შედეგი აუცილებლად იქნება მიღწეული,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები