20 ნოემბერი 2024,   09:19
ვრცლად
არასაპარლამენტო ოპოზიცია ცესკო-ს და ხელისუფლებას პოლიტიკური ოპონენტების შევიწროებაში ადანაშაულებს

არასაპარლამენტო ოპოზიცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და ხელისუფლებას პოლიტიკური ოპონენტების შევიწროებაში ადანაშაულებს.

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდომარე, გოჩა ჯოჯუა, ხელისუფლებას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ცესკოდან მათი 4 წარმომადგენელი მოხსნეს.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების თქმით, ცესკოს გადაწყვეტილებით, არასაპარლამენტო ოპოზიციას შეუმცირდა საბიუჯეტო დაფინანსება, ამასთან ცესკოში მათ დაკარგეს ერთი მანდატი.

არასაპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლებასა და ევროპულ საქართველოს შორის გარიგებაზე საუბრობს და საქმეში საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვასაც ითხოვს.

პარტია თავისუფალი საქართველოს თავმჯდომარის, კახა კუკავას, თქმით, ხელისუფლება ევროპული საქართველოს გარდა, სხვა ყველა ოპოზიციურ პარტიას ავიწროებს.

„ეს არის ღია გარიგება, ის პროცესები, რაც მიმდინარეობდა საპარლამენტო უმრავლესობაში, იმავე პროცესებს ჩვენ ვუყურებთ ახლა პარლამენტის შუალედურ არჩევნებზე. შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ გიგი უგულავას საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი არის ირაკლი კობახიძე,“  - განაცხადა კახა კუკავამ.

დღის ამბები