21 დეკემბერი 2024,   17:02
ვრცლად
დონალდ ტრამპი ემანუელ მაკრონს მასპინძლობს

დონალდ ტრამპი ემანუელ მაკრონს მასპინძლობს. თეთრ სახლში საფრანგეთის პრეზიდენტს საზეიმო დახვედრა მოუწყეს.

ემანუელ მაკრონი შეერთებულ შტატებში სახელმწიფო ვიზიტით იმყოფება. დღეს ის პირისპირ მოლაპარაკებას გამართავს დონალდ ტრამპთან. საუბროს მთავარი თემები სირიის კრიზისი და ირანის ბირთვული შეთანხმება იქნება.

საფრანგეთის ლიდერი შეეცდება, ამერიკელი კოლეგა ირანსა და დასავლეთს შორის გაფორმებული შეთანხმების შენარჩუნებაზე დაიყოლიოს.

დონალდ ტრამპმა არაერთხელ გააკრიტიკა ეს გარიგება და მისი დატოვებითაც დაიმუქრა.

ემანულ მაკრონი ვაშინგტონში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება. ის კონგრესში სიტყვითაც გამოვა. თეთრ სახლში კი სტუმრისა და მისი მეუღლის პატივსაცემად გრანდიოზული სადილი გაიმართება.

დღის ამბები