21 დეკემბერი 2024,   17:26
ვრცლად
გიორგი გახარიამ უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით მთავრობის ღონისძიებები ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრს გააცნო

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ლიტვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. მხარეებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მდგრადობაზე იმსჯელეს.

გიორგი გახარიამ ლინას ლინკევიჩუსს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებებიც გააცნო, რომლებიც მიზნად არალეგალური მიგრაციის შეზღუდვას ისახავს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო შეძლებს იმ მკაცრი რეგულაციების  დაძლევას, რომელიც ვიზალიბერალიზაციას უკავშირდება.

“გისურვებთ უვიზო მიმოსვლის რეჟიმის წარმატებით აღსრულებას. არსებობს მკაცრი რეგულაციები, თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს იღონებს, რათა ამასთან დაკავშირებით ყველა ეჭვი გააქარწყლოს. ჩვენ ყველა მიმართულებით ვხედავთ ქართული მხარის პროგრესს. ეს თვალსაჩინოა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებშიც. ლიტვა ყოველთვის აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს,“ - განაცხადა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა

დღის ამბები