21 დეკემბერი 2024,   17:02
ვრცლად
სერჟ სარგსიანის გადადგომა - სომხეთის მომავლის ცალსახა პროგნოზირებისგან ანალიტიკოსები თავს იკავებენ

სერჟ სარგსიანი, რომელსაც მრავალწლიანი პრეზიდენტობის შემდეგ ძალაუფლების შენარჩუნება პრემიერის პოსტზე სურდა, თანამდებობიდან გადადგა. 

ნიკოლ ფაშინიანი, რომლის სახელსაც პროტესტის დროს ერევანში ყველაზე ხშირად იძახდნენ, სომხეთის ევრაზიულ კავშირში ყოფნის წინააღმდეგია და ევროპული ინტეგრაციის მომხრე.მისი პარტია, რომელიც აქციებს ხელმძღვანელობდა, ლიბერალური მიმართულებისაა. თუმცა, სომხეთის მომავლის ცალსახა პროგნოზირებისგან ანალიტიკოსები მაინც თავს იკავებენ და ამბობენ, რომ სომხეთს რუსული გავლენისგან თავის დაღწევა ძალიან გაუჭირდება.

მთავარი ფაქტორი მაინც ყარაბაღის კონფლიქტია. ამ საკითხში სომხეთს რუსეთი უჭერს მხარს.

კრემლში მოვლენებს თვალყურს ადევნებენ. სომხეთში ხალხის პროტესტით შეცვლილი ხელისუფლება და პუტინის მოკავშირე სარგსიანის მარცხი მოსკოვს არ აწყობს.

მოახერხებს თუ არა ხალხი და ოპოზიცია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და რეალურ ცვლილებებს ქვეყნის პოლიტიკურ ელიტაში, ამაზე იქნება საბოლოოდ დამოკიდებული, დარჩება თუ არა ეს კადრები და ხავერდოვან რევოლუციად უკვე წოდებული პროტესტი მხოლოდ სარგსიანის გადაგომის, თუ სომხეთსა და რეგიონში ცვლილებების დასაწყისის მემატიანე.

დღის ამბები