21 დეკემბერი 2024,   17:19
ვრცლად
ფაშინიანია არის პირი, რომელიც ყველაფრის კოორდინირებას ცდილობს - ოლესია ვართანიანი

„ოპოზიციის ლიდერებს მხარს უჭერს ხალხი და სხვა გამოსავალი არა აქვს არჩეულ პარლამენტს და მოდით, იმედი ვიქონიოთ, რომ დაინიშნება მოკლე ვადით მთავრობა,“ - ეს განცხადება საერთაშორისო კრიზისების გუნდის ანალიტიკოსმა, ოლესია ვართანიანმა, გადაცემა არჩევანში სომხეთში არსებული ვითარების შეფასებისას გააკეთა.

ოლესია ვართანიანი აღნიშნავს, რომ სომხეთში პოლიტიკური სპექტრი დაყოფილია ახალგაზრდებად და ძველ თაობად და ანალიტიკოსის თქმით, ახალგაზრდებს სურთ ძალაუფლების შენარჩუნება და მათ თავიანთი მხარდამჭერებიც ჰყავთ.

ოლესია ვართანიანი პარალელს 2003 წლის საქართველოსთან ავლებს და აღნიშნავს, რომ სომხეთში, საქართველოსგან განსხვავებით, ოპოზიციაში გამოკვეთილი ლიდერი არ არსებობს. თუმცა, ის ასევე აღნიშნავს, რომ ფაშინიანია ერთადერთი გამოკვეთილი პირი, რომელიც შესაძლოა, სომხეთის პრემიერი გახდეს.

"ის არის ის პირი, რომელიც ცდილობს კოორდინირებას ყველაფრის და ვნახოთ, რა თქმა უნდა, არჩევნებმა უფრო მეტი ვენბათაღელვა მოიტანოს და უფრო მეტი პრობლემები წამოსწიოს წინ. ფაშინიანი ეცდება, რომ გააერთიანოს ყველა, გრიგორიანი და სხვები და შექმნის თავის გუნდს," - აცხადებს ვართანიანი.

დღის ამბები