21 დეკემბერი 2024,   17:00
ვრცლად
ოლიგარქიული რეჟიმი ვერ იმუშავებს... ეს არის ის გზავნილი, რომელიც გაჟღერდა ერევანში - სალომე სამადაშვილი

"გეოპოლიტიკურ შედეგებზე კონფლიქტებთან მიმართებაში ჯერ ნაადრევია საუბარი," - ასე ეხმაურება სერჟ სარქსიანის გადადგომას და სომხეთში მიმდინარე მოვლენებს სალომე სამადაშვილი.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რა შედეგებით დასრულდება სომხეთში მიმდინარე პროცესი, სერიოზული დარტყმა რუსეთი იდეოლოგიამ უკვე მიიღო.

„ეს გამოსვლები იყო, პირველ რიგში, იმისი ნათელი მაგალითი, რომ დემოკრატიის თამაში არ გამოვა, როგორც ეს უნდა ბიძინა ივანიშვილს ამ ქვეყანაში, რომ ფორმალურად ჩაატაროს არჩევნები, რომ ფორმალურად არსებობდეს ამ ქვეყანაში რაღაც დემოკრატიული პოლიტიკური პროცესი და თვითონ უსასრულოდ  შეინარჩუნოს ხელისუფლება ამ პირობებში. ეს თამაშის წესები არ იმუშავებს. ეს არის ის გზავნილი, რომელიც გაჟღერდა ერევანში,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა და აღნიშნა, რომ ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს და ვერანაირი ოლიგარქი მათ ამას ვერ წაართმევს.

რაც შეეხება კითხვას, შესაძლოა, თუ არა იგივე სცენარი განვითარდეს საქართველოშიც, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ იქიდან გამომდინარე, რომ საარჩევნო კოდექსი არ აძლევს ხალხს საშუალებას,  დააფიქსიროს საკუთარი არჩევანი, ქართველ ხალხსაც მოუწევს თავისი პოზიციის დაფიქსირება სხვაგან.

„საბოლოო ჯამში, ხალხი თავის უფლებას დაიცავს, ან საარჩევნო უბანზე ან ქუჩაში,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები