21 დეკემბერი 2024,   17:07
ვრცლად
სომხეთის მოვლენები არის პუტინის იდეოლოგიის მიმართ სილის გაწვნა - გია ნოდია

„რაც მოხდა უკვე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი,“ - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი გია ნოდია სომხეთში მიმდინარე მოვლენებს.

მისი თქმით, თითქმის 30 წელია, სომხეთს მართავს გუნდი, რომელმაც მოიგო ყარაბახის ომი და რომლის ლეგიტიმურობაც დამყარებულია სწორედ ყარაბახის მოგებაზე.

გია ნოდია ამბობს, რომ, როგორც ჩანს, თაობა შეიცვალა სომხეთში, რომელსაც სრულიად სხვა ღირებულებები აქვს.

პოლიტოლოგი აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, შეიცვლება თუ არა სომხეთის ხელისუფლების გეოპოლიტიკური არჩევანი, თავად ის ფაქტი, რომ ხალხმა აჩვენა თავის ძალა, უკვე არის ძალიან დიდი სილის გაწვნა პუტინის იდეოლოგიის მიმართ.

„რუსეთი იდეოლოგიური მონოპოლია სომხეთზე უკვე დაინგრა,“ - განაცხადა გია ნოდიამ.    

ამავე თემაზე
დღის ამბები