21 დეკემბერი 2024,   17:01
ვრცლად
სომხეთში ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები, ახალგაზრდები მოვიდნენ პარლამენტში და დაიწყოს ქვეყნის რეფორმირება - თორნიკე შარაშენიძე

„კარგი გამოსავალი, რაც შეიძლება იყოს, რომ ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს, ახალგაზრდები მოვიდნენ პარლამენტში და დაიწყოს ქვეყნის ნადვილი რეფორმირება, დემოკრატიზაცია,“ - ეს განცხადება ანალიტიკოსმა, სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელმა, თორნიკე შარაშენიძემ, სომხეთში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას გააკეთა.  

ანალიტიკოსის თქმით, რუსეთი ჯერჯერობით აკვირდება სომხეთში მიმდინარე მოვლენებს.

„რუსეთში ფიქრობენ, რომ რა მოხდება შემდეგ, მოდი, ვნახოთ, ჯერ პრეზიდენტი სარქსიანია და მერეც რა მოხდება, სად წავლენ, ყარაბაღისთვის რუსეთი სჭირდებათ. გრძელვადიანში ფიქრობენ, რომ ჩაივლის ეიფორია, მერე რას იზამენ სომხები. ჩემი აზრით, კარგი გამოსავალი, რაც შეიძლება იყოს, რომ ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს, ახალგაზრდები მოვიდნენ პარლამენტში და დაიწყოს ქვეყნის ნადვილი რეფორმირება, დემოკრატიზაცია,“ - განაცხადა შარაშენიძემ.

შარაშენიძის თქმით, ოპოზიციამ ბოლომდე უნდა მიიყვანოს დაწყებული საქმე.

 

დღის ამბები