20 ნოემბერი 2024,   09:31
ვრცლად
„არ ვფიქრობ, რომ რაიმე ცვლილებები მთავრობაში საგარეო პოლიტიკაში ცვლილებებს გამოიწვევს" - სომეხი ექსპერტი მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება

სომხეთისთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესების მშვიდობიანად დასრულება და მთავრობის ახალი შემადგენლობის დაკომპლექტებაა - ამ განცხადებას, საქართველოში ვიზიტად მყოფი, სომხეთის თავდაცვის კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი აკეთებს.

თუმცა ბენიამინ პოღოსიანი სამთავრობო ცვლილებების შემდეგაც სომხეთის საგარეო პოლიტიკაში რადიკალურ ცვლილებებს და რუსეთთან ურთიერთობის გაუარესებას არ ელოდება.

"რაც ვნახეთ სომხეთში, იყო მშვიდობიანი პროტესტი სერჟ სარგსიანის მმართველობის გაგრძელების წინააღმდეგ ამჯერად პრემიერ-მინისტრის რანგში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადგილი არ ჰქონია ძალადობას. იყო მშვიდობიანი პროტესტი და პრემიერიც გადადგა. ახლა ვნახოთ, როგორ გაგრძელდება ვითარება, რადგან მოვლენები მუდმივად იცვლება. ჩემი აზრით, სომხეთის საგარეო პოლიტიკის მთავარ მიზნებთან დაკავშირებით, ვინც არ უნდა იყოს პრემიერ-მინისტრი, სერიოზული სირთულეები არ იქნება. არ ვფიქრობ, რომ რაიმე ცვლილებები მთავრობაში საგარეო პოლიტიკაში ცვლილებებს გამოიწვევს," - აცხადებს პოღოსიანი.

დღის ამბები