თბილისში საპარკინგე ადგილების მოსაწყობად, დედაქალაქის მერია ბიზნეს სექტორს მიმართვას და ინტერესთა გამოხატვისკენ მოუწოდებს - ეს განცხადება კახი კალაძემ, თბილისის მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
მერის ინიციატივით, ბიზნეს კომპანიებს დაევალებათ კონკრეტული ადგილების ეკონომიკური კვლევის ჩატარება, საუკეთესო ბიზნეს-პროექტის წარდგენა საპარკინგე ადგილის მოსაწყობად, სანაცვლოდ კი მათ მიწა სიმბოლურ ფასად-ერთ ლარად გადაეცემათ. ასეთი პირველ ეტაპზე 3 კონკრეტული ადგილია. როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა კვლევა ჩატარებულია. შერჩეულია 10 კონკრეტული ლოკაცია ქალაქში, სადაც შესაძლებელია მიწისქვეშა პარკინგის პროექტის განხორციელება.
საუბარი ეხება გეგეშიძის ბაღის, რკინიგზის სადგურისა და ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიებს. კალაძის თქმით, სამივე ტერიტორიაზე 715 საპარკინგე ადგილის მოწყობა არის შესაძლებელი.
„ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდება. გაიმარჯვებს კომპანია, რომელიც მეტ საგარანტიო უზრუნველყოფას შესთავაზებს მუნიციპალიტეტს, ხოლო მიწის ნაკვეთი გამარჯვებულს 1 ლარად გადაეცემა,"- განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერის განცხადებით, მას ასევე აქვს ინიციტივა, მოქალაქეებთან შეთანხმებით, თუ მათი სურვილი იქნება ავტოფარეხების ადგილზე მუნიციპალიტეტები უწზრუნველყოფს ტერიტორიის მოწყობას.