20 ნოემბერი 2024,   09:31
ვრცლად
რეგიონში უსაფრთხოების საკითხები - ბათუმში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 3-დღიანი კონფერენცია დასრულდა 

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 3-დღიანი კონფერენცია ბათუმში, დასრულებულია. შეხვედრას, 20-მდე ქვეყნის 100-ზე მეტი წარმომდგენელი დაესწრო. განხილვის მთავარი თემა, რეგიონში უსაფრთხოების საკითხები და რუსეთიდან მომდინარე გამოწვევები იყო.

"სემინარი ნატოს საპარლამენტო ასამბლეისთვის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან გვქონდა შესაძლებლობა უკეთ გაგვეგო თუ რა ხდება სამხრეთ კავკასიის რეგიონში. განხილვა გვქონდა არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ ვისაუბრეთ სომხეთზე, აზერბაიჯანზე, ასევე ცენტრალური აზიის ქვეყნებზე. გვესმის, რომ საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ რეგიონში და ასევე სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის მთლიანად დასავლეთისთვის,“ - განაცხადა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პაოლო ალიმ.

შეფასება გააკეთა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა.

„ერთგვარად, დავაწესეთ ის მაღალი სტანდარტი ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში, რაც გულისხმობს ასეთი კონფერენციების ძალიან მაღალ დონეზე ჩატარებას,“ - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

დღის ამბები