20 ნოემბერი 2024,   09:39
ვრცლად
„ევროპული საქართველოს“ დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგებით, ვანი-ხონში გიგი უგულავა ლიდერობს

ვანი-ხონის საარჩევნო ოლქში დაგეგმილ შუალედურ არჩევნებამდე 3 დღით ადრე „ევროპული საქართველო“ პარტიის დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

BCG-ის კვლევის მიხედვით, რეიტინგებში 45%-ით გიგი უგულავა ლიდერობს. „ქართული ოცნების“ კანდიდატს გივი ჭიჭინაძეს კი - 35,5% აქვს.

კომპანია BCG-იმ „ევროპული საქართველოს“ დაკვეთით კვლევა აპრილში ჩაატარა და 3-დან 10 აპრილის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

„ეს კვლევა ადასტურებს იმას, რაც ვიცოდით, რომ ვანსა და ხონში, ისევე, როგორც მთელ საქართველოში ჩვენი საზოგადოების მყარ და სერიოზულ უმრავლესობას უნდა ივანიშვილის გუნდის შეცვლა და ქვეყნის წინსვლისკენ შემოტრიალება, 5-წლიანი ვარდნის შედმეგ. ეს კვლევა აჩვენებს იმას, რომ გიგი უგულავას პიროვნების და ფიგურის, მისი და „ევროპული საქართველოს“ მომავლის ხედვის გარშემო ხდება ამომრჩევლების შემოკრება ხონსა და ვანში. ახლა ყველაზე მთავარია არჩევნებზე მისვლა და ამ ხმების დაცვა, რათა ხონსა და ვანში ივანიშვილის გუნდის შეცვლა დავიწყოთ, მერე გავაგრძელოთ საპრეზიდენტო არჩევნებზე, რაც მთავარია, დავასრულოთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. ეს არის ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ფუნდამენტური ინტერესი, ყველა სხვა სცენარი ჩვენს ქვეყანას დიდ საფრთხეს უქმნის,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ.

დღის ამბები