”ქართული ოცნების” ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გივი ჭიჭინაძემ წინასაარჩევნო პროგრამა ხონის მუნიციპალიტეტის ამომრჩეველს გააცნო და მათ შეკითხვებს უპასუხა.
მთავარ გამოწვევად დეპუტატობის კანდიდატი სამუშაო ადგილების შექმნას ასახელებს, რისთვისაც, მისი თქმით, კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება. შეხვედრა გაიმართა ასევე რკინიგზელებთან.
გივი ჭიჭინაძემ მათ ახალი ინიციატივები გააცნო, რაც რკინიგზელთათვის სოციალური პაკეტებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას გულისხმობს.
„შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო, იმდენად, რამდენადაც, რკინიგზა ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის ძალზე მნიშვნელოვანი რგოლია,“ - განაცხადა გივი ჭიჭინაძემ.