20 ნოემბერი 2024,   09:45
ვრცლად
თეთრიწყაროს რაიონში ღია კარიერების მშენებლობა - "ლეიბორისტული" პარტია, მთავარ პროკურატურას მიმართავს

თეთრიწყაროს რაიონში ღია კარიერების მშენებლობასთან დაკავშირებით, "ლეიბორისტული" პარტია, მთავარ პროკურატურას მიმართავს. გიორგი გუგავას განცხადებით, სამუშაოების მწარმოებელი კომპანია ბნელხევში ხეებს ჩეხავს, რაც რეგიონს ეკოლოგიურ კატასტროფამდე მიიყვანს.

"ლეიბორისტები" სისხლის სამართლის საქმის აღძვრას და გადაწყვეტილების მიმღები პირების დასჯას ითხოვენ.

„მივმართეთ პროკურატურას, წარვუდგინეთ შესაბამისი ფოტო და ვიდე მასალა, რათა დაუყოვნებლივ აღძრას სისხლის სამართლის საქმე, დაიწყოს საგამოძიებო მოქმედებები და ეს ბარბაროსობა, ვანდალიზმი, რომელიც ამ წუთშიც მიმდინარეობს ქვემო ქართლის რეგიონში, შეჩერებულ იქნას და დამნაშავე პირები მიცემულ იქნან პასუხისგებაში,“ - განაცხადა გიორგი გუგავამ.

დღის ამბები