20 ნოემბერი 2024,   09:38
ვრცლად
"პროვოკაციულ შეკითხვებს იძლევით, როგორც რუსთავი 2-ს გახასიათებთ"-ემზარ კვიციანი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა

„თქვენ ახლა პროვოკაციულ შეკითხვებს იძლევით, როგორც "რუსთავი 2"-ს გახასიათებთ“- ასე უპასუხა "რუსთავი 2" -ის კითხვას ემზარ კვიციანმა, რომელიც მის მიერ ერთ-ერთი არხის ტელეეთერით გაკეთებულ განცხადებას ეხებოდა.

„თქვენ კითხვას უპასუხოდ დავტოვებ იმიტომ, რომ მე ბევრჯერ განვმარტე და ბევრჯერ მაქვს ნათქვამი მაგრამ ვერ გაკმაყოფილებთ თქვენ ეს საკითხი იმიტომ რომ ძალიან ცუდ მდგომარეობაში გამოდის თქვენი იგორ გიორგაძე,“-განაცხადა ემზარ კვიციანმა.

ემზარ კვიციანმა “კავკასიის“ ეთერში კოდორის სპეცოპერაციის დეტალებზე ისაუბრა. კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილმა რწმუნებულმა თქვა, რომ  ის ასრულებდა რუსეთის სპეცსამსახურის დავალებებს მისი ოჯახის უსაფრთხოებიდან გამომდინარე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები