„ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის შეხვედრა საპარლამენტო სპიკერატის წარმომადგენლებთან, ფრაქციებისა და კომიტეტების თავმჯდომარეებთან ხვალ გაიმართება. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.
შეხვედრა 11:00 საათზე დაიწყება. მმართველი გუნდის წარმომადგენლები „ქართული ოცნების“ ოფისში შეიკრიბებიან.
შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ შეხვედრის ზუსტი თარიღი და ადგილი ამ დრომდე უცნობი იყო.